თუ რამე აზიანებს
ქართულ-ამერიკულ
ურთიერთობებს, ეს არის მათ
შორის USAID-ისა და NED-ის მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაციების
„მოლოტოვის კოქტეილების“
სროლა, პარლამენტზე შტურმი
და მერე ამის გასაღება
ვითომ ეს არის ევროპული
ღირებულება, - განუცხადა
ჟურნალისტებს „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა, საპარლამენტო
ოპოზიციის წევრმა, გურამ
მაჭარაშვილმა.„თუ რამე
აზიანებს ქართულ-ამერიკულ
ურთიერთობებს, ეს არის მათ
შორის USAID-ისა და NED-ის მიერ
დაფინანსებული
ორგანიზაციების
„მოლოტოვის კოქტეილების“
სროლა, პარლამენტზე შტურმი
და მერე ამის გასაღება
ვითომ ეს არის ევროპული
ღირებულება. ეს აზიანებდა
სწორედ ამერიკის პრესტიჟს.
ეს თქვა აშშ-ის დღევანდელმა
პრეზიდენტმა და
ადმინისტრაციამ, რომ მათ
უნდათ აღადგინონ
შეერთებული შტატები
როგორც მშვიდობის მყოფელი
ქვეყანა“, - აღნიშნა
მაჭარაშვილმა.