საზოგადოება მორიგ ჯერზე
იხილავს მტკიცებულებებს,
ახსნა-განმარტებებს, რითაც
მორიგ ჯერზე დადასტურდება
ნაცმოძრაობის, როგორც
დამნაშავე რეჟიმის
არსებობა, - განაცხადა
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
წევრმა, გურამ
მაჭარაშვილმა. მან ისაუბრა
კომისიის დღევანდელი
სხდომის შესახებ.„ჩვენ
ვაგრძელებთ რა თქმა უნდა
მუშაობას. რაც შეეხება
ბატონი ჯონდის [ბაღათურია]
დაბარებას, მასთან
კომუნიკაციის შედგა, მას
აქვს გარკვეული მასალები
და თავადაც მოჰყვება იმ
ფაქტების შესახებ რასაც
ადგილი ჰქონდა არაერთგზის
სამწუხაროდ ნაცმოძრაობის
ხელისუფლების ყოფნის დროს.
საზოგადოება მორიგ ჯერზე
იხილავს მტკიცებულებებს,
ახსნა-განმარტებებს, რითაც
მორიგ ჯერზე დადასტურდება
ნაცმოძრაობის, როგორც
დამნაშავე რეჟიმის
არსებობა“, - აღნიშნა
მაჭარაშვილმა.დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა დღეს
გაიმართება. კომისიის
წევრების კითხვებს ჯონდი
ბაღათურია უპასუხებს.