დარწმუნებული ვარ,
მტკიცებულებები გამოდგება
სწორედ იმისთვის, რომ
დადასტურდეს, რომ
„ნაცმოძრაობა“ როგორც
პოლიტიკური ძალა არ უნდა
არსებობდეს, - განაცხადა
მედიასთან საუბარში
პარტია „ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა,
დეპუტატმა გურამ
მაჭარაშვილმა საგამოძიებო
კომისიის სხდომასთან
დაკავშირებით.„სამწუხაროდ,
არაერთი მაგალითი
არსებობს თუ რა ხდებოდა 2008
წლის აგვისტოს ომამდე,
მაშინდელი ხელისუფლების
პირობებში. რომ სამწუხაროდ
არ გაკეთდა არაფერი, რომ ეს
ომი თავიდან ყოფილიყო
აცილებული. დარწმუნებული
ვარ, მტკიცებულებები
გამოდგება სწორედ
იმისთვის, რომ დადასტურდეს,
რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც
პოლიტიკური ძალა არ უნდა
არსებობდეს“, - აღნიშნა
მაჭარაშვილმა.დროებითი
საგამოძიებო კომისია დღეს
2004-2008 წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილ ვითარებასა და 2008
წლის აგვისტოს ომთან
დაკავშირებულ საკითხებს
განიხილავს.