2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ქონებრივი
უფლებების ხელყოფის საქმე
განიხილებოდა,
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორს,
დავით გურგენიძეს „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა გურამ
მაჭარაშვილმა რიტორიკული
კითხვა დაუსვა.გურამ
მაჭარაშვილი დაინტერესდა,
თუ როგორი რეაქცია აქვთ
ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის
ელჩებს, როცა უნივერსიტეტს
სტუმრობენ და დავით
გურგენიძისგან იგებენ, რომ
სააკაშვილმა ტექნიკურ
უნივერსიტეტს ქონება
წაართვა და დედამისს
გადასცა.„როგორც ბრძანეთ,
ტექნიკურ უნივერსიტეტს
ხშირად სტუმრობენ ელჩები,
რა დროსაც იყენებთ
შესაძლებლობას და მათ იმ
ქონებას აჩვენებთ, რომელიც
მიხეილ სააკაშვილმა
წაართვა უნივერსიტეტს და,
ზოგადად, საზოგადოებას.
საინტერესოა ელჩების
პოზიცია, რადგან ზოგიერთი
ელჩი გამოხატვის
თავისუფლებას „მოლოტოვის
კოქტეილის“ სროლაშიც კი
ხედავს.როგორი რეაქცია
აქვთ ზოგიერთი ქვეყნის
ელჩებს - მაშინდელმა
პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა ეს ქონება
დედამისს გამოხატვის
თავისუფლების ფარგლებში
აჩუქაო, ამას ხომ არ
ამბობენ? რადგან, შეიძლება
ესეც გაამართლონ. თან ეს 2008
წლის ომის პერიოდია,
როდესაც თავდაცვის
მინისტრი [დავით
კეზერაშვილი] ბრილიანტის
შესყიდვით იყო დაკავებული,
მისი მოადგილე ბათუ
ქუთელია - ტაბახმელაში
მიწების ყიდვა-გაყიდვით და
პრეზიდენტი სააკაშვილი -
დედამისისთვის ქონების
ჩუქებით. ამიტომ,
მნიშვნელოვანია თუ
როგორია ელჩების პოზიცია
ამასთან მიმართებით“, -
აღნიშნა გურამ
მაჭარაშვილმა.