მე დღეს მინდა
საზოგადოების ყურადღება
შევაჩერო გერმანიის
საგარეო საქმეთა
მინისტრის მოთხოვნაზე, რომ
საქართველოში
გათავისუფლდეს პატიმარი,
რომელმაც ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა
პოლიციელს. აქ შეიძლება
გასაკვირი არც არაფერი
ყოფილიყო, რომ არა ის
ფაქტი, რომ გერმანიის
საგარეო საქმეთა მინისტრი
ანალენა ბერბოკი თავად არ
იყოს რეკორდსმენი
თავისივე გერმანიის
მოქალაქეების
სისხლისსამართლებრივი
წესით დევნაში, - ამის
შესახებ „ხალხის ძალის“
დეპუტატმა, გურამ
მაჭარაშვილმა პარლამენტში
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.როგორც
მაჭარაშვილი აღნიშნავს,
ბოლო ოთხი წლის
განმავლობაში, ბერბოკის
მიმართვის საფუძველზე,
პროკურატურამ 513 ადამიანზე
დაიწყო გამოძიება
"შეურაცხყოფის" მუხლით, რაც 5
წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.„სტატისტიკაში
მას მხოლოდ მისი კოლეგა,
ეკონომიკის მინისტრი
რობერტ ჰაბეკი უსწრებს,
რომლის მიმართვის
საფუძველზე 805 ადამიანი
არის გამოძიების ქვეშ. ისე
რომ გადავთვალოთ
საზოგადოებისთვის
საინტერესო იქნება, ეს
მინისტრები გამოდის
დღენახევრაში ერთხელ
წერენ საჩივარს თავიანთი
მოქალაქეების წინააღმდეგ
და სამინისტროს როდის
ხელმძღვანელობენ ესეც
საკითხავია. სხვათა შორის,
ამ ორი მინისტრის
მიმართვის გამო
ადამიანების დევნის, მათი
ბინების ჩხრეკის
მაგალითები მოიყვანა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა
ჯეი დი ვენსმა მიუნხენის
კონფერენციაზე, როდესაც
გერმანიის დემოკრატიულ
უკუსვლაზე საუბრობდა“, -
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.მისივე
თქმით, ვინმემ შეიძლება
იფიქროს, რომ სახეში
დარტყმაზე უარესია ის 513
საქმე, მაგრამ საქმე სულ
სხვაგვარადაა.„შესაძლოა
ვინმემ იფიქროს, რომ, ალბათ,
სახეში დარტყმაზე უარესი
იქნებოდა ის 513 თუ 815
შემთხვევა, ნურას
უკაცრავად, ეს არის ისეთი
შემთხვევები, მაგალითად
როდესაც ქალბატონ ბერბოკს
ერთ-ერთმა მოქალაქემ
სოცქსელში "ტერორისტი"
უწოდა, ან 58 წლის მამაკაცმა
მას უწოდა "მსოფლიოში
ყველაზე სულელი საგარეო
საქმეთა მინისტრი". ამ ბოლო
ეპითეტის ავტორს
ქართველებისთვის კარგად
ნაცნობმა მიხაელ როთმაც
უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ
ჭკუას გვასწავლიდა და
რომელსაც სოცქსელში
"მშიშარა ქვეშაფსია"
უწოდეს. ამასთან
დაკავშირებითაც აღძრეს
სისხლის სამართლის საქმე.
სხვათა შორის სასამართლომ
ეს ადამიანები 9600 ევროთი,
დაახლოებით 30 000 ლარით
დააჯარიმა. ასეთივეა
დანარჩენი ასეულობით
სისხლის სამართლის
საქმეც.ახლა, ერთი წუთით
წარმოიდგინეთ, რა
მოხდებოდა ამ მოქალაქეს ან
ქალბატონი ბერბოკისთვის
და ბატონი როთისთვის რომ
სახეში შემოერტყა? არა
სოცქსელში დაეწერა, რომ
სულელი საგარეო საქმეთა
მინისტრიაო, აი სახეში რომ
გაერტყა, როგორც
ამაღლობელმა გაარტყა
პოლიციელს, რას უზამდნენ
მაშინ ამ მოქალაქეებს
გერმანიაში? ეს ადვილი
წარმოსადგენია,
განსაკუთრებით ფარისეველი
საგარეო საქმეთა
მინისტრის ფონზე. ახლა ისიც
წარმოვიდგინოთ, რა
შეფასება ექნებოდა იმავე
სამინისტროს, ჩვენს
რომელიმე ერთ მინისტრს რომ
მიემართა
პროკურატურისთვის 513
მოქალაქის საწინააღმდეგოდ
და მეორე მინისტრს 815
მოქალაქის
საწინააღმდეგოდ? ხო
ატყდებოდა ერთი ამბავი ე.წ.
კრიტიკულ მედიებში - ჩვენი
მინისტრები რითი არიან
დაკავებულებიო“, - აღნიშნა
გურამ მაჭარაშვილმა.