2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც ბესიკ
ხარძიანის გახმაურებულ
საქმეზე, წილის იძულებით
გადაფორმების დროს,
მინდობილობის
გამფორმებელი ადვოკატი
დავით კვაჭანტირაძე
იკითხებოდა, კომისიის
წევრი, დეპუტატი გურამ
მაჭარაშვილი დაინტერესდა,
კვაჭანტირაძის, როგორც
მოქალაქის შეფასებით 2003-2012
წლებში ციხეებში არსებული
მდგომარეობაზე.„მაინტერესებს
თქვენი აზრი არა, როგორც
ადვოკატის, არამედ, როგორც
მოქალაქის 2003-2012 წლამდე
ციხეებში არსებული
სიტუაციის შესახებ, მით
უმეტეს, რომ ხართ სისხლის
სამართლის ადვოკატი და იქ
არსებული მდგომარეობის
შესახებ ინფორმაცია უნდა
გქონოდათ. როგორი იყო
ციხეებში მდგომარეობა 2003-2012
წლამდე და 20012 წლიდან
დღემდე?კვაჭანტირაძემ
დეპუტატს უპასუხა, რომ 2003-2012
წლებში საპატიმროებში
ძალიან მძიმე მდგომარეობა
იყო. ახლა კი მდგომარეობა
გამოსწორებულია.მაჭარაშვილი
ადვოკატისგან ასევე
დაინტერესდა თუ რა რეაქცია
ექნებოდა და რაიმე ეჭვი ხომ
არ გაუჩნდებოდა მას თუ მისი
დაცვის ქვეშ მყოფ
პატიმართან სხვა ადვოკატს
შეუშვებდნენ.„იცოდით, რომ
საპატიმროებში ძალიან
ცუდი მდგომარეობა იყო.
ნახეთ, რომ პატიმარი Iყო
დათრგუნული და მიუხედავად
ამისა, არ გაგიჩნდათ
სურვილი, რომ ამ საქმისთვის
ხელი არ
მოგეკიდათ?ადვოკატი
ირწმუნება, რომ
მინდობილობის გაფორმების
დროს ის მხოლოდ კლიენტის
ინტერესებიდან გამოდიოდა.
რაც შეეხება ბესიკ
ხარძიანის გახმაურებულ
საქმეს, ადვოკატი ამბობს,
რომ საქმის სიმძიმის
შესახებ, მხოლოდ
მოგვიანებით გაიგო.