გურამ მაჭარაშვილი: ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯერჯერობით რჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსებობა პოლიტიკურ სივრცეში - ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს ცნობილი, როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოშორდეს პოლიტიკას

Primetime.ge 12 საათი წინ 4
გურამ მაჭარაშვილი: ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჯერჯერობით რჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსებობა პოლიტიკურ სივრცეში - ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა იყოს ცნობილი, როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოშორდეს პოლიტიკას
ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და ჯერჯერობით რჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსებობა პოლიტიკურ სივრცეში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, აღნიშნული პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა, კონკრეტული დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგონ.„ეს დადასტურებულია ქართული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია დამნაშავე რეჟიმია და აწარმოებდა სისტემურ დანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. ორი მიმართულებაა: პირველი და მთავარი - ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს ცნობილი, როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას; მეორე - ის ინდივიდუალური შემთხვევები, სადაც კონკრეტული პიროვნებები აგებენ პასუხს ქვეყნისა და ქართული საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
სრულად წაიკითხეთ სტატია