გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს - მიხეილ ყაველაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 16
გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს - მიხეილ ყაველაშვილი
გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატო ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.მან ისაუბრა, თუ რატომ შეჩერდა მის კანდიდატურაზე არჩევანი. ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ხმოსანს, ვინც ახალი წესით ის პრეზიდენტად აირჩია.„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა არსებულ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება მათ მიმართ.რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა, განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა. ბრიფინგზეც იყო გაცხადებული - რატომ მე და რატომ შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მე პრეზიდენტი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები და შემდეგ მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა.თავისთავად, ცხოვრებაში გამოწვევები ბევრი მქონია, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი, მკაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაშია მოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდა. ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება.
სრულად წაიკითხეთ სტატია