საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, უამინდობის
გამო (ძლიერი თოვა, ქარი)
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე შეზღუდულია
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით,
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.აღნიშნული
რეჟიმით მოძრაობა
განხორციელდება საპატრულო
პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და
კოორდინაციით.