საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვლისა და
დაბალი ტემპერატურის გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.მათივე
ცნობით, საავტომობილო გზის
დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.