„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია

News.ge 5 საათი წინ 2

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პაატა კალანდაძესთან ერთად, ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ქალაქ გუანჯოუში, გუანდუნის სავაჭრო პალატისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) გუანდუნის კომიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრისას სავაჭრო, საინვესტიციო და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაიამ შეხვედრები გამართა გუანდუნის პროვინციის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის (CPPCC) და ნანშას რაიონის ხელმძღვანელობასთანაც. შეხვედრისას ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას ბიზნესში და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
პალატის პრეზიდენტმა საინვესტიციო ფორუმში „New Cooperation, New Opportunities, New Development“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე. ვგეგმავთ, უფრო გავაქტიურდეთ ჩინეთის სხვა რეგიონებშიც, რომ ქართული პროდუქციისთვის ახალი გასაღების ბაზრები მოვიპოვოთ და გავზარდოთ ჩვენი ექსპორტის მოცულობა ამ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ სივრცეში,“- განაცხადა გიორგი პერტაიამ.
ქართული დელეგაციის ვიზიტი გუანდუნის პროვინციაში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლის, ბექარ მიქაბერიძეს ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს

სრულად წაიკითხეთ სტატია