გრანტის გაცემის წესში
იქნება შეტანილი
ცვლილებები, რომლის
მიხედვითაც გრანტის
გამცემს ექნება
ვალდებულება, რომ
შეათანხმოს პირობები და
მიზნობრიობა სახელმწიფო
სტრუქტურებთან, - განუცხადა
„ქრონიკას“ პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო წილოსანმა.მისი თქმით,
სახელმწიფო უსაფრთხოების
მიზნებიდან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია, რომ
სახელმწიფო იყოს საქმის
კურსში რა მიზნობრიობით და
ვინ ხარჯავს ამ
თანხას.„გრანტის გაცემის
წესში იქნება შეტანილი
ცვლილებები, რომლის
მიხედვითაც გრანტის
გამცემს ექნება
ვალდებულება, რომ
შეათანხმოს პირობები და
მიზნობრიობა სახელმწიფო
სტრუქტურებთან. მათ შორის,
აღნიშნულ პროცესს
მონიტორინგს გაუწევს
ანტიკორუფციული ბიურო. რაც
მთავარია, იქნება გაწერილი
ჯარიმები, სანქციები, რაც
გულისხმობს მიღებული
გრანტის ორმაგ ოდენობას, თუ
აღნიშნული იქნება
დამალული და არ იქნება
შეთანხმებული შესაბამის
ორგანოებთან.სახელმწიფო
უსაფრთხოების მიზნებიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია, რომ
სახელმწიფო იყოს საქმის
კურსში რა მიზნობრიობით და
ვინ ხარჯავს ამ თანხას“, -
აღნიშნა ნინო
წილოსანმა.პარლამენტში
მორიგი საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი
დაინიცირდა, რომლის
მიზანიც უცხოური დონორის
მიერ გრანტის გაცემის
წესის რეგულირებაა. კერძოდ
- უცხოური წყაროსგან
მისაღები გრანტთან
დაკავშირებით სავალდებულო
გახდება საქართველოს
მთავრობის ან მის მიერ
განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის ან
ორგანოს თანხმობა. გრანტის
მიღების მონიტორინგს
ანტიკორუფციული ბიურო
უზრუნველყოფს. აღნიშნული
კანონის დარღვევა
მიღებული გრანტის ორმაგი
ოდენობით ჯარიმას
ითვალისწინებს. ასევე,
ცვლილებების ძალაში
შესვლის შემდეგ, უცხოურ და
ქართულ იურიდიულ პირებს
აღარ შეეძლებათ ლექციის,
სემინარის ან სხვა მსგავსი
ღონისძიების ჩატარების
დაფინანსება პარტიული
ინტერესების სასარგებლოდ.