გოლები პირველ წუთებზე… 31-ე ტურის სამი მატჩის ამბავი

News.ge 1 თვე წინ 52
გოლები პირველ წუთებზე… 31-ე ტურის სამი მატჩის ამბავი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა “იბერია 1999”-მა თბილისურ დერბიში “დინამოს” აჯობა, “გაგრამ” “სამტრედიას” სძლია, ხოლო “კოლხეთი 1913”-“სამგურალის” დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ორ მატჩში ვნახეთ გოლი პირველ წუთზე…
დინამო თბ 0:2 იბერია 1999
თბილისური დერბი ლიდერმა მოიგო. იბერიელებმა მალელი შეიკნე სილას დუბლით სძლიეს “დინამოს”. სხვათა შორის, სილამ მესამე წრეშიც ორი გოლი გაუტანა “დინამო თბილისს”… 13 გოლი მოუგროვდა სილას.
ამ შეხვედრაში პირველივე წუთზე, კერძოდ, 45-ე წამზე გაიხსნა ანგარიში. ცოტნე კაპანაძემ გააყოლა ბურთი იური ტაბატაძეს, რომელმაც იდეალური გა
დაცემა გაუკეთა სილას და მანაც დაამთავრა ახლოდან დარტყმით.
ასევე კარგი კომნინაციური გოლი გავიდა 32-ე წუთზე. სილას ბოლო პასი ამჯერად ოთარ მამაგეიშვილმა გაუკეთა.
დინამოელები მე-17 წუთიდან ათი კაცით იყვნენ, რადგან კაპიტანი ალესანდრე კალანდაძე გააძევეს ორი გაფრთხილების გამო.
გაგრა 2:1 სამტრედია
“გაგრამ”, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი მატჩი მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “სამტრედია” ბოლოზე დარჩა.
გაგრელთა ნახევარმცველმა ოთარ აფციაურმა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს აფციაურის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმართა შემტევმა დანიელ ოვუსუმ გაათანაბრა: რიკოშეტი და 1:1.
გადამწყვეტი გოლი კი 84-ე წუთზე გავიდა, როცა ბექა გაბისკირიამ ჩააწოდა და გიორგი ხარებაშვილმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. ხარებაშვილის თავური ჯერ მოიგერია მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა, მაგრამ თავდამსხმელმა დაამატა და 2:1. ხარებაშვილი ამ სეზონში “გაგრას” საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით.
კოლხეთი 1913 1:1 სამგურალი
პირველ წუთზე აქაც გავიდა გოლი, თანაც უფრო სწრაფი. იბერიელთა ფორვარდმა შეიკნე სილამ თუ 45-ე წამზე გაიტანა, ფოთელთა თავდამსხმელ ლაშა კოხრეიძეს 35 წამი დასჭირდა. კოხრეიძემ გიორგი აბუაშვილის ჩაწოდების მერე დაარტყა და 1:0.
ფოთელებმა მაინც ვერ იმარჯვეს. “სამგურალმა” 75-ე წუთზე ფერნანდო ბულის გოლით გაათანაბრა. ბულიმ ჯეფერსონ ჯერალდოს პასი გამოიყენა.
“კოლხეთი 1913”-ს ზედიზედ 10 მოუგებელი მატჩი მოუგროვდა და მერვე ადგილზეა. “სამგურალი” კი მეექვსეზეა. ისე, წყალტუბოელებსაც ცუდი სერია აქვთ – 8 თამაშია არ მოუგიათ…
erovnuliliga.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია