ეზოთერიკოსი გოგა მანია
ქობულეთში
მუნიციპალიტეტში „უჩვეულო
არსებობს“ გამოჩენას
ეხმაურება, რომელიც
ღამღამობით
ადგილობრივების სახლებს
სტუმრობს, კარზე აკაკუნებს
და შემდეგ ძალიან დიდი
სისწრაფით ტოვებს
ტერიტორიას. მაღალი,
შუახნის ასაკის და
მთლიანად შავებში ჩაცმული
მამაკაცი - ასე აღწერენ
ქაქუთელები პირს, რომელმაც
მთელ სოფელს მოსვენება
დაუკარგა.გოგა მანია
სოფლის მოსახლეობას
სიმშვიდისკენ
მოუწოდებს.„ძალიან ბევრი
თქვენგანი ამბობს რომ
მოჩვენებაა,
უცხოპლანეტელია... რომ
დააკაკუნებს, ნუ მიაქცევთ
ყურადღებას და მობეზრდება,
არ იმოქმედებს ეს თავისი
ხრიკი და გეგმა, ადგება და
წავა. კიდევ ერთხელ ვამბობ,
ზუსტი ინფორმაცია არ მინდა
მოგაწოდოთ, მაგრამ ახლა თუ
მეღიმება, ეს იმას ნიშნავს,
რომ თქვენ არ უნდა იდარდოთ.
ძალიან გთხოვთ, არავითარ
შემთხვევაში
იდარდოთ.მინდა იფიქროთ, რომ
არის შეპყრობილი,
არანორმალური, გიჟი
ადამიანი... წყალი დაუდგით,
შემოიპატიჟეთ თუ შემოვა.
ვიღაცას მართლა ნუ მოკლავთ
და შეიწირავთ, თქვენ თუ
თოფებით დგახართ იქ, ვიღაც
არანორმალურის გამო
ციხეში ნუ წახვალთ...“, -
ამბობს გოგა მანია.