გოგა ბერიძე: საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე – პროპაგანდას მიირთმევენ

News.ge 3 კვირის წინ 28
გოგა ბერიძე: საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე – პროპაგანდას მიირთმევენ
“დღეს ერთ ცალ ბულაგრულ წიწაკაში გადავიხადე 4.35, ერთ ცალ ფორთოხალში 4.66 და ერთ ცალ ქლიავში 3 ლარი. გვერდით ერთი მუჭა (ალბათ 100გრ-ც არ იქნებოდა) ჟოლო ღირდა 20 ლარი, ანუ კილო 200+.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საშუალო მედიანური ხელფასი დაახლოებით 1,500 ლარია (დარიცხული). ანუ ხელზე ასაღები დაახლოებით 1,200 ლარი.
ესეც საშუალო ფენას აქვს ეს შემოსავალი. ქვემოთ საერთოდ კატასტროფა ხდება. საერთოდ როგორ არსებობს ეს ხალხი? რას ჭამენ? რას სვამენ? რა აცვიათ? წამლებს რითი ყიდულობენ? ვისაც შვილი/შვილები ყავს ისინი საერთოდ რას შვებიან?
მე კი ვიცი რასაც ჭამენ. საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე – პროპაგანდას მიირთმევენ.
გშია? სამაგიეროდ
კაცი კაცს გავს და ქალი ქალს.
გწყურია? სამაგიეროდ კვარამ გოლი შეაგდო.
ბავშვის პამპერსის ფული არ გაქვს?
სამაგიეროდ ლაშა ტალახაძემ 200 კილოიანი შტანგა აწია.
კომუნალურებს ვერ იხდი?
სამაგიეროს ბრიტანელებს არჩევანის გაკეთება გათბობას და საკვებს შორის უწევთ (იმედის გადმოცემით) და კიდე კარგად ვყოფილვართ.
უფულობისგან ცხრანახად ზეთში შემწვარი საცხობის იაფიანი ლობიანისგან კუჭის კიბო გაგიჩნდა?
სამაგიეროდ ბიძინამ სამება გაარემონტა.
მაგრამ თქვენ მაგაზე არ იდარდოთ. მთავარია ნაცები არ დაბრუნდნენ, რომლებიც არსად წასულან და ისევ იქ ზიან სადაც იჯდნენ. 4-5 სატელევიზიო სახის გარდა,” – წერს სოციალურ ქსელში მარკეტინგული სააგენტო პერფორმა-ს დამფუძნებელი, გოგა ბერიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია