გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა

Primetime.ge 4 საათი წინ 11
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს გზების მორეცხვის სამუშაოებს. გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად გმირთა მოედანზე მოირეცხა.ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.„თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის, რომ დედაქალაქი იყოს უფრო მეტად დასუფთავებული და მოწესრიგებული. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც. მინდა, მოსახლეობას ინფორმაციისთვის ვუთხრა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ამას ექნება სისტემატური ხასიათი და მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უბანში განხორციელდება მსგავსი სამუშაოები“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.გმირთა მოედანზე მორეცხვის სამუშაოებისთვის მობილიზებული იყო 24 ერთეული სპეცმანქანა და 40-ზე მეტი თანამშრომელი.ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია