"გლობალური ომის პარტია" ცდილობს, როგორც ლიეტუვაში და ესტონეთში ჰყავს თავისი წარმომადგენლები, ისე მოიყვანოს იმავე აგენტურის წევრები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში" - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
"გლობალური ომის პარტია" ცდილობს, როგორც ლიეტუვაში და ესტონეთში ჰყავს თავისი წარმომადგენლები, ისე მოიყვანოს იმავე აგენტურის წევრები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში" - არჩილ გორდულაძე
"ქართული ოცნების" წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ლიეტუვა და ესტონეთი, რომლებმაც საქართველოს თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს, "გლობალური ომის პარტიის" გავლენის ქვეშ არიან.როგორც გორდულაძე აცხადებს, სწორედ ეს ძალა აძლევდა მითითებებს მიხეილ სააკაშვილს, ჩართული იყო აგვისტოს ომში, ახლა კი საქართველოში საკუთარი წარმომადგენლების ხელისუფლებაში მოყვანა აქვს მიზნად დასახული."საქართველოს მთავრობამ გასცა ღირსეული პასუხი იმ განცხადებას, რომელიც ყოვლად უსაფუძვლო და დამაშანტაჟებელია. ამავდროულად, კიდევ უფრო მეტად რომ შევიდეთ დეტალებში, საქართველოს მთავრობა ვერ გააკეთებდა იმ განცხადებას, მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და ვერ ეტყოდა იმ კონკრეტულ სიმართლეს, რასთანაც გვაქვს საქმე.ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელსაც ჩვენ "გლობალური ომის პარტიას" ვუწოდებთ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გავლენა სხვადასხვა ინსტიტუციაზე, ქვეყანაზე და ბიუროკრატიის წარმომადგენელზე. ესენი არიან ძალები, რომელთაც მიზნად აქვთ დასახული, რომ თავიანთი მიზნების მისაღწევად გამოიყენონ, მათ შორის, ისეთი ბერკეტები, რომლებიც პირდაპირ დაშანტაჟებას გულისხმობს.ეს ძალები არიან, რომლებმაც დავალება მისცეს მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს და პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ადამიანები ჩაერთნენ აგვისტოს ომში. ესენი არიან ძალები, რომლებმაც ესკალაციას შეუწყვეს ხელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლაც, ყველანაირად ცდილობენ, ესკალაციის დონემ არ დაიწიოს და რაც შეიძლება გაგრძელდეს ის უბედურება, რომელიც ჩვენს მოძმე უკრაინაში მიმდინარეობს.სწორედ ამ ძალებს აქვთ მიზნად დასახული, რომ როგორც ლიეტუვაში და ესტონეთში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები და აგენტურების მეშვეობით ცდილობენ, რომ მართონ ქვეყნები, ზუსტად იმავე აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია