თუ ტრამპი უკრაინაში ომს
შეაჩერებს ეს კარგი
დასაწყისი იქნება, -
განაცხადა ლაშა
კასრაძესთან ინტერვიუში
დიპლომატმა, გლობალური
კრიზისების მართვის
ექსპერტმა იან პრაუდიმ,
რითაც უპასუხა გადაცემის
წამყვანის კითხვას -
ამერიკულ პოლიტიკაში
დონალდ ტრამპის
ტრიუმფალური დაბრუნების
შემდეგ, რას უნდა ველოდოთ
მისი საგარეო
პოლიტიკისგან როგორც
სამხრეთ კავკასიაში, ასევე
უკრაინაში.„რაც შეეხება
უკრაინას, იმედი მაქვს
ტრამპი შეძლებს
სამშვიდობო დაპირების
შესრულებას და დაიწყება
შერიგების საკმაოდ რთული
და ხანგრძლივი პროცესი.
უნდა დასრულდეს ეს
მოჯადოებულ წრეზე სიარული
რომელიც მოსკოვის
სტრატეგიული დამარცხების
სურვილს გულისხმობს.
ტრამპი ახლო
აღმოსავლეთსაც დიდ
ყურადღებას მიაქცევს, ის
ისრაელის მხარს დაუჭერს. თუ
ტრამპი უკრაინაში ომს
შეაჩერებს ეს კარგი
დასაწყისი იქნება“, -
განაცხადა იან
პრაუდიმ.ცნობისთვის, იან
პრაუდი, გაერთიანებულ
სამეფოში მისი
უდიდებულესობის
დიპლომატიურ სამსახურში 1999
წლიდან 2023 წლის ჩათვლით
მსახურობდა. ის
ამჟამინდელი თაობის
დიპლომატთა შორის
ერთადერთია, ვინც ვლადიმირ
პუტინს პირისპირ შეხვდა 2013
წელს, რუსეთის ფედერაციის
პრეზიდენტის ბოლო
ვიზიტისას გაერთიანებულ
სამეფოში.იან პრაუდი დიდი
რვიანის სამიტის
ორგანიზატორი იყო, რომელიც
ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013
წელს გაიმართა. ის ერთ-ერთი
ყველაზე წარმატებული
ექსპერტია კრიზისების
მართვის მიმართულებით და
ჩართული იყო ამ
თვალსაზრისით 2001 წლის 11
სექტემბრის, ბალიში 2002 წელს
მომხდარი ტერორისტული
თავდასხმების, 2004 წლის
ინდოეთის ცუნამის, არაბული
გაზაფხულისა და ფუკუშიმას
2011 წლის კატასტროფის
კრიზისის მართვის
საქმიანობაში.2014 წლის
ივლისიდან 2019 წლის
თებერვლის ჩათვლით იან
პრაუდი მუშაობდა რუსეთის
ფედერაციაში,
გაერთიანებული სამეფოს
დიპლომატიურ მისიაში და
მისი საქმიანობის
ძირითადი მიმართულება
ბრიტანელი
მინისტრებისთვის რჩევის
მიცემა იყო კრემლის
წინააღმდეგ სანქციებთან
დაკავშირებით. 2022 წელს
უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ, მან ასევე
ავტორიზაცია გაუწია
რუსეთის წინააღმდეგ დიდი
ბრიტანეთის მიერ
დაწესებული სანქციების
დიდ ნაწილს. მიუხედავად
ამისა მას მიაჩნია, რომ
დასავლეთის მიერ კრემლის
წინააღმდეგ გატარებული
სანქციების პოლიტიკა იყო
წარუმატებელი.მოსკოვში
ბრიტანულ საელჩოში
საქმიანობისას, მან
გადამწყვეტი როლი
შეასრულა 2018 წლის მარტში,
სალისბურიში,
გაერთიანებულ სამეფოში,
ქვეყნიდან რუს დიპლომატთა
გაძევებაში.იან პრაუდი იყო
„აღმოსავლეთ ევროპისა და
ცენტრალური აზიის
დიპლომატიური აკადემიის“
თავმჯდომარე და ასევე, ვიცე
- თავმჯდომარე „მოსკოვის
ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.