გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა – თბილისის მერია

News.ge 5 დღის წინ 11
გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს – რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შესაბამისი სამუშაოები ქერჩის N7-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაიწყო. სამუშაოები, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 200 ლარი დაიხარჯება.
პროექტის დაწყების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია