გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა

Primetime.ge 13 საათი წინ 5
გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა
გლდანის რაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება - შესაბამისი სამუშაოები გლდანის I მიკრორაიონის N1-1ა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯება.პროექტს გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია