„გიორგობის დღე თენდებოდა... დღესაც მახსოვს იმ გამომძიებლის ხმა, ახლაც ყურში ჩამესმის...“ - დღე, რომელმაც ქეთა წიკლაურის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

Primetime.ge 1 დღე წინ 2
„გიორგობის დღე თენდებოდა... დღესაც მახსოვს იმ გამომძიებლის ხმა, ახლაც ყურში ჩამესმის...“ - დღე, რომელმაც ქეთა წიკლაურის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
„საქართველოს ხმის“ ერთ-ერთ მონაწილეს ქეთა წიკლაურს მუსიკალური ნიჭი ოჯახიდან გამოჰყვა - ბებიაც მომღერალი ჰყავდა. ამიტომაც, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას ამ სფეროში ბედი უნდა ეცადა. როგორც ქეთა ამბობს, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მამა იყო...„მამამ გადაწყვიტა, რომ მეც მუსიკასთან მჭიდრო კავშირი უნდა მქონოდა. ყველანაირად ხელს მიწყობდა, მუსიკაზეც მას დავყავდი... ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გმირი ის იყო...“ - იხსენებს ქეთა.ერთ დღესაც, მისი ბედნიერი ცხოვრება ერთმა ზარმა შეცვალა... „კარგად მახსოვს, გიორგობის დღე თენდებოდა... დღესაც მახსოვს იმ გამომძიებლის ხმა, ახლაც ყურში ჩამესმის. მითხრა, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი აღარ მყავდა - მამა გარდაიცვალა...ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტი, იმიტომ, რომ მე სიმღერა ვეღარ შევძელი. ფაქტობრივად, დავმუნჯდი. დედა ბევრს ცდილობდა, რომ ისევ ავმღერებულიყავი და სწორედ მისი ძალისხმევით და ხათრით დავიწყე სიმღერა, მისი ხათრით დავუბრუნდი სცენას... ჩემს გონებაში, ჩემს სულში დაგროვილმა ემოციებმა იფეთქა და ამ ყველაფრის გადმოტანა მომინდა. პრობლემა ის იყო, რომ ინსტრუმენტი არ მქონდა... ამიტომ, მუზა, რომელიც მომდიოდა, გონებაში ვიწერდი...ფინანსური სიდუხჭირის გამო, ინსტრუმენტის შეძენას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, პარალელურად, უნივერსიტეტშიც უნდა მესწავლა. ამიტომ, ჩემი ცხოვრების ყველა თავისუფალ დროს სამსახურს ვუთმობდი. მახსოვს, რესტორნებში ვმღეროდი და 15-წუთიანი შესვენებების პერიოდში საპირფარეშოში შესვლა მიწევდა და ვაკეთებდი პრეზენტაციებს, ვსწავლობდი იმ მასალას, რაც საჭირო იყო, რომ მცოდნოდა.ამოღამებული თვალებით, მეორე დღეს უნივერსიტეტში მივდიოდი. არავის ვაგრძნობინებდი ჩემს ტკივილს...“ - ამბობს მომღერალი.ვრცლად ↓
სრულად წაიკითხეთ სტატია