„ნაცმოძრაობის" რეჟიმის
მიერ დაზარალებულმა
გიორგი ხოჭავამ, 2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე მეგის
ქარდავას მიერ მისი
დაკავებისა და წამების
ფაქტებზე ისაუბრა.როგორც
მან აღნიშნა, დაკავებამდე
მეგის ქარდავამ საკუთარი
სახლის წინ მხოლოდ იმიტომ
სცემა, რომ ხოჭავა მის
გაჩერებულ მანქანასთან არ
მივიდა.„მეგის ქარდავას
ვიცნობდი და ერთ დღეს,
რამდენიმე თვის წინ, სანამ
ეს ყველაფერი მოხდებოდა,
ბავშვობაში მიყვარდა
ბილიარდის თამაში, ახლაც
მიყვარს და საბილიარდო იყო
ჩემ სახლთან ახლოს,
მოვდიოდი სახლში,
დაახლოებით ჩემ ჭიშკართან
ვიყავი მოსული, გააჩერა
მეგის ქარდავამ, მე არ
მივედი, გავაღე ჩემი
ჭიშკარი და გადმოვიდა,
დამიძახა მოდი აქო, ჩემმა
მანქანამ რომ გააჩერა
რატომ არ მოხვედიო, რატომ
არ მოიწიეო ჩვენკენო და
ჩემი სახლის წინ გადმოვიდა,
კიდევ ოთხი თანამშრომელი
ეჯდა და ჩემი სახლის წინ
მცემეს, დამაგდეს და
წავიდნენ. ეს შეხება
მქონდა“, - განაცხადა
გიორგი ხოჭავამ.