გიორგი ჭანტურია: თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა

Primetime.ge 2 საათი წინ 3
გიორგი ჭანტურია: თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა – „ოცნების“ ტროლობა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას ემსახურება.„გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დღეებში ოცნების მიერ გავრცელებულ ტყუილებს, რომლის გავრცელებაშიც  უკვე ღიად ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მაგალითად, პროპაგანდისტული „იმედი“ თავის ცრუ სიუჟეტში ირწმუნება, რომ თითქოს ჩვენმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ ჩვენი გუნდი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ თავადვე უპასუხა, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე. ამის მიუხედავად „ნაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, პროპაგანდის ამავე სიუჟეტში იმეორებს იმედის ტყუილს.„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე გასცდა მედიებსა და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო. ეს ქმედებები ემსახურება ადამიანების დაყოფას და ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ აძლიერებს. „ოცნებამ“ უკვე დაიწყო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა, რისთვისაც ერთი მხრივ იყენებს ყველაფერს, დაშინებებს, მოსყიდვას, მეორე მხრივ,  „ნაც მოძრაობის“ რადიკალიზმს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი კოორდინირებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდება. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ არჩევნებზე „ნაც მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა, “ოცნების“ ტროლობა. ამიტომ, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჭანტურიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია