ცხადია, ჩვენ ვერ ვიქნებით
პოლიტიკური დღის წესრიგის
ნაწილი თუმცა საარჩევნო
ადმინისტრაცია ყოველ
წუთიერად ემზადება
იმისთვის, რომ ადგილობრივ
თვითმმართველობის
არჩევნებზე ამომრჩეველს
შესთავაზოს საერთაშორისო
ხარისხის სერვისი, -
განაცხადა „დღის
ქრონიკასთან“ ცესკოს
თავმჯდომარის მოადგილემ
გიორგი შარაბიძემ,
წამყვანის კითხვაზე თუ რას
დაუპირისპირებს საარჩევნო
ადმინისტრაცია ოპოზიციის
ღია განცხადებებს, რომ 4
ოქტომბრის არჩევნების
ჩასაშლელად
ემზადებიან.მისი თქმით,
ცესკო პოლიტიკურ დღის
წესრიგში ვერ შევა თუმცა
უწყვეტ რეჟიმში მუშაობს
იმისთვის, რომ მოქალაქეებს
კენჭისყრის პროცედურებთან
დაკავშირებით ჰქონდეთ
ამომწურავი ინფორმაცია,
რათა მათი კონსტიტუციური
უფლება შეუფერხებლად
აღასრულონ.„ამას ეძღვნება
მთელი რიგი
საგანმანათლებლო
პროექტები, შეხვედრები
ახალგაზრდებთან,
სხვადასხვა სოციალურ
სეგმენტთან.ცხადია,
არჩევნების მოახლოებასთან
ერთად ეს კამპანიები უფრო
ფართო მასშტაბიანი
გახდება და ჩვენ
გავაკეთებთ ყველაფერს,
როგორც რეკლამების
თვალსაზრისით, სხვადასხვა
პლატფორმების გამოყენების
თვალსაზრისით, სხვადასხვა
შეხვედრებით იმისთვის, რომ
ამომრჩეველს მივაწოდოთ
პროცედურული ზედმიწევნით
ზუსტი ინფორმაცია.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნები განსხვავდება
საპარლამენტო
არჩევნებისგან. აქ
ამომრჩეველი მონაწილეობს,
ფაქტობრივად სამი სახის
არჩევნებში. ეს არის მერის,
ადგილობრივი საკრებულოს
პროპორციული ნაწილი და
საკრებულოს მაჟორიტარი
ნაწილი და შესაბამისად,
ჩვენი ვალდებულებაა
ამომრჩეველს ზუსტად
ავუხსნათ რა პროცედურა
უნდა განახორციელოს
იმისთვის, რომ მისი
კონსტიტუციური უფლება
იყოს დაცული“, - განაცხადა
გიორგი შარაბიძემ.