ამ თემებზე საუბარი მგონია
რომ ჰგავს რაღაცის თავის
არიდების, ყურადღების
გადატანის ერთგვარ
ტაქტიკას და ეს მგონია, რომ
არის პარალელური დათვლის
შედეგები, რომელიც
ორგანიზაციამ არ
გამოაქვეყნა ბოლომდე,
თუმცა თქვა, რომ ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
მონაცემებს ის ემთხვევა, -
ასე გამოეხმაურა გადაცემა
„დღის ქრონიკაში“
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის
მოადგილე გიორგი შარაბიძე
გენდერულ სტატისტიკასთან
დაკავშირებით
„სამართლიანი არჩევნების“
განცხადებას.გიორგი
შარაბიძის თქმით, მისთვის
ახლა ის არის გაუგებარი, რა
ვერ გაიგო „სამართლიანმა
არჩევნებმა“ იმ ახსნაში,
რაც მათთვის დიდი ხანია
ცნობილია და არამხოლოდ
მათთვის.„დავიწყოთ
უპირველეს ყოვლის იმით, რომ
შემაჯამებელ ოქმებში
აქტივობის მონაცემი
შეიტანება კანონმდებლობის
თანახმად და მხოლოდ მაშინ
არის საბოლოო, როდესაც
შემაჯამებელი ოქმები შევა
კანონიერ ძალაში. იმ
სასამართლო პროცესების
შემდგომ, რომელმაც ამ
შემაჯამებელი ოქმების
კანონიერ ძალაში შესვლა
აუწყა მთელს საზოგადოებას,
ჩვენ გამოვაქვეყნეთ
აქტივობა.რაც შეეხება
გენდერულ სტატისტიკას, ეს
არის დამხმარე მონაცემი,
რომელიც კანონმდებლობით
საარჩევნო ადმინისტრაციას
არ ევალება. ჩვენ ამას
ვაკეთებთ იმისთვის, რომ
შემდგომ მკვლევრებს,
სხვადასხვა სოციოლოგიური
მიზნისთვის ჰქონდეთ
საშუალება სტატისტიკურ
მონაცემებზე დაყრდნობით
იკვლიონ აქტივობა. ეს არის
ძალიან მნიშვნელოვანი,
ხაზი გავუსვათ, რომ
კანონმდებლობით ჩვენ ეს არ
გვევალება. ამას ითვლიან
რეგისტრატორები
არჩევნებზე უშუალოდ და ამ
დათვლის პროცედურის ახსნა
არაფერს მისცემს არავის.
ყველაზე მთავარი აქ
გახლავთ ის, რომ პირველი
განცხადების შემდგომ
შევამოწმეთ რა ჩვენი
სტატისტიკა, ჩვენ, როგორც
პასუხისმგებლობიანმა
ორგანომ, თვითონ ვთქვით,
რომ დიახ, 11 უბანში, რომელიც
ეხება 150 ამომრჩეველს,
გენდერული სტატისტიკა
გადმოცემული იყო უზუსტოდ
უბნიდან. აქ ყველაზე
მნიშვნელოვანი ის გახლავთ,
რომ საუბარია 11 უბანზე 3 100-ზე
მეტი უბნიდან და 150
ამომრჩეველზე 2 მილიონზე
მეტი ამომრჩევლიდან. აქ ამ
თემებზე საუბარი მგონია
რომ ჰგავს რაღაცის თავის
არიდების, ყურადღების
გადატანის ერთგვარ
ტაქტიკას და ეს მგონია, რომ
არის პარალელური დათვლის
შედეგები, რომელიც
ორგანიზაციამ არ
გამოაქვეყნა ბოლომდე,
თუმცა თქვა, რომ ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
მონაცემებს ის ემთხვევა.
ამიტომ, მინდა ვთხოვო
კოლეგებს „სამართლიანი
არჩევნებიდან“, რომლებსაც
ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ
ამ არიდების ერთგვარ
ტაქტიკას დაანებონ თავი და
სინამდვილეში დაუბრუნდნენ
ობიექტური და სამართლიანი
დაკვირვების მაღალ
საერთაშორისო სტანდარტს
და ყველაფერი არჩევნების
შესახებ თავიანთ
ანგარიშებში ასახონ
ობიექტურობისა და
სამართლიანობის
პრინციპების დაცვით“, -
აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.