იმდენად ძლიერია
საქართველოში დღეს
ინსტიტუტები, რომ
დარწმუნებული ვარ, ყველა ის
მცდელობა, რაც გარე
აქტორებისგან იქნება
წახალისებული თუ
დაფინანსებული, ფუჭი
აღმოჩნდება,- განაცხადა
ანალიტიკოსმა გიორგი
ქაჯაიამ „დღის ქრონიკაში"
საქართველოში რევოლუციური
პროცესების დაგეგმვასთან
დაკავშირებით.მისივე
თქმით, სამწუხაროა, რომ
ერთია გარე აქტორების
სურვილი და მეორეა
აღსრულების
მექანიზმი.„საიდან
ფინანსდება რევოლუციური
პროცესები საქართველოში?
IRI-ს რა ხელი აქვს, გარდა
იმისა, რომ დემოკრატიული
პროცესის სიჯანსაღეზე
იბრძოდეს, თუ მას ჩვენი
ქვეყნის დემოკრატიული
მომავალი ანაღვლებს, ხომ?!
ცოტა რომ ჩავშალოთ ეს
საკითხი, ორად ორი მოთხოვნა
აქვს ევრობიუროკრატებს
ჩვენს ხელისუფლებასთან,
რომელიც სამართლებრივ
ჩარჩოებს სცდება. ეს არის
ანტი ლგბტ კანონი, რომელიც
საერთოდ არაფერ შუაშია
უვიზოს შეჩერებასთან და ეს
არის გამჭვირვალობის
კანონი. გამჭვირვალობის
კანონი არეგულირებს
თანხების შემოდინებას
ჩვენს ქვეყანაში. გამოდის
აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის
წარმომადგენელი და
პირდაპირ ამბობენ NED-მა,
USAID-მა რა შავი ფული ატრიალეს
ანტიდემოკრატიული
პროცესების და
რადიკალიზაციის
მხარდასაჭერად. როდესაც ეს
ქართული ხელისუფლების
წყალობით ჩაეკეტათ, ახლა
სხვა გზა არ დარჩათ და
გადავიდნენ პირდაპირ
შანტაჟის ენაზე. ეს არის ის
ხალხი, რომელიც ცდილობს
დააფინანსოს რადიკალური
ოპოზიცია და ეს ოპოზიცია
პასუხისმგებლობას ქვეყნის
დემოკრატიულ მომავალზე კი
არ იღებს.
პასუხისმგებლობას იღებს
რევოლუციაზე.მინდა
მივმართო საზოგადოებას,
რომელიმე ოპოზიციური
პარტიისგან ნახეთ
საარჩევნო პროგრამა თუ
როგორ უნდა მართონ ეს
ქვეყანა? აი, ეს არის ის
საშინელება, რაც უნდათ, რომ
მოხდეს. ერთია მათი სურვილი
და მეორეა აღსრულების
მექანიზმი. ბევრს ეცადა USAD-ი,
NED-ი, ბევრს ეცდება IRI.
სამწუხაროა, რომ ეს
ანტიეროვნული მოქმედებები
საქართველოში კეთდება
ქართველი ხალხის ხელით.
ერთია მათი სურვილი, მეორე
მათი მექანიზმი. იმდენად
ძლიერია საქართველოში
დღეს ინსტიტუტები,
დარწმუნებული ვარ, რომ
ყველა ის მცდელობა, რაც
გარე აქტორებისგან იქნება
წახალისებული თუ
დაფინანსებული, ფუჭი
იქნება საქართველოში“, -
განაცხადა ქაჯაიამ.