თუ პარტია „გახარია
საქართველოსთვის“
აპირებს, რომ დაიტოვოს
მანდატები და არ თქვას
მანდატებზე უარი, ეს არის
სრული ფარსი, ეს არის
თავიდან ბოლომდე „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
დღის წესრიგზე თამაში, ეს
არის პარლამენტის
ლეგიტიმაცია, - განაცხადა
კოალიცია „ძლიერი
საქართველოსთვის"
ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი
მარგველაშვილმა „ტვ
პირველის"
ეთერში.„პოლიტიკური ძალა,
რომელიც არ ჩახსნის
მანდატებს, არ ჩახსნის
სიებს, ის არის
კოლაბორაციონისტული
პოლიტიკური ძალა ამ
სპეცოპერაციის პროცესში“, -
აღნიშნა გიორგი
მარგველაშვილმა.მე-11
მოწვევის პარლამენტი
ორშაბათს შეიკრიბება.
რადიკალური ოპოზიციის
ლიდერები მიზანმიმართულად
ავრცელებენ სიცრუეს და
ამომრჩეველს არწმუნებენ,
რომ მინიჭებულ მანდატებზე
უარი თქვეს.