გიორგი კობერიძე: ისე კარგად არაფერი აღწერს საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო საათებში მიმდინარე პროცესებს, როგორც 1938 წელს ნათქვამი ეს ფრაზა…

News.ge 1 დღე წინ 27
გიორგი კობერიძე: ისე კარგად არაფერი აღწერს საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო საათებში მიმდინარე პროცესებს, როგორც 1938 წელს ნათქვამი ეს ფრაზა…
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ისე კარგად არაფერი აღწერს საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო საათებში მიმდინარე პროცესებს, როგორც 1938 წელს ნათქვამი ეს ფრაზა: “თქვენ მოგეცათ შანსი გაგეკეთებინათ არჩევანი ომსა და დამცირებას შორის. თქვენ აირჩიეთ დამცირება და ამის გამო მიიღებთ ომს.” – უინსტონ ჩერჩილი პრემიერ ჩემბერლენის წინააღმდეგ. ჩემბერლენს მაშინ სჯეროდა რომ თუკი ჰიტლერი ჩეხეთისაგან სუდეტებს მშვიდობის სანაცვლოდ წაიღებდა ომი აღარ იქნებოდა. მაგრამ ნაცისტებმა სუდეტების შემდეგ მთელი ჩეხეთიც ჩაიგდეს ხელში და ბოლოდ პოლონეთსაც მიადგნენ – შემდეგ კი მსოფლიო ომიც დაიწყო.
დიქტატორების დაშოშმინება არასდროს ამართლებს. ისინი ხვდებიან რომ შენ სუსტი ხარ და მოთხოვნას მოთხოვნაზე აყენებენ. სისუსტე მხოლოდ სამხედრო ძალის ქონა-არქონით არ განისაზღვრება, არამედ პოლიტიკური ნებისა და სიმტკიცის ქონა-არქონით.
დათმობა პრეცედენტია. პრეცედენტს კი ყველა აგრესიული სახელმწიფო თავის სასარგებლოდ იყენებს, მიბაძვასა და გამეორებას ცდილობს მისას. და თან სწრაფად – იციან სანამ სუსტი ხარ მანამ უნდა გამოგტაცონ რაც შეიძლება ბევრი.
საბედნიეროდ დღეს მსოფლიო აღარაა ისეთი, როგორიც 1938 წელს იყო. ბევრი გაკვეთილი ნასწავლია. ამერიკაშიც ხვდებიან ამას – ტრამპის ადმინისტრაცია ალბათ ნაკლებად, მაგრამ მისი ოპონენტები მაინც. ხოლო ევროპაში კიდევ უკეთ იციან, რომ დღეს ჩემბერლენიზაცია ევროპის უსაფრთხოების თავდაყირა დაყენებას ნიშნავს და არამხოლოდ ს მხრიდან, არამედ სხვა ძალებიც სიამოვნებით მოიფშვნეტენ ხელს და გამოიყენებენ დაპყრობითი ომის პრეცედენტს ახალი ომების საწარმოებლად როგორც ევროპის შიგნით ისე მის გარეთ.
ახლა ჯერი მართლაც ევროპულ სახელმწიფოებზეა. ახლა მათ უწევთ რეალური არჩევანის გაკეთება თავიანთი უსაფრთხოებისა და მომავლის შესახებ. ამ გარემოებაში მხოლოდ უკრაინის ბედი კი არა საქართველოს ბედიც შეიძლება გადაწყდეს, ისევე როგორც ევროპის სხვა არაერთი რეგიონისა.
ჩინური წყევლა არსებობს საინტერესო დროს გეცხოვროსო. საინტერესო არ ვიცი, მაგრამ ისტორიისა და საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგისათვის საკვანძო დროს ვცხოვრობთ. საკმაოდ მძიმე დროს ოღონდ.
სრულად წაიკითხეთ სტატია