ვერ ვიტყვი, რომ ჯერ
მოწვევით და შემდეგ
გაუქმებით მოწვეული პირის
რამენაირად დაკნინება
შეიძლება. პირიქით, ეს უფრო
აზიანებს იმ მხარეს,
რომელიც ასეთ მოქმედებებს
ახორციელებს, ამ
შემთხვევაში შეერთებულ
შტატებს, აზიანებს მის
იმიჯს ქართული
საზოგადოების თვალში, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილემ
გიორგი კახიანმა აშშ-ის
პრეზიდენტი მიღებაზე
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
მიწვევის და შემდეგ
მიწვევის გაუქმების
ფაქტის
შეფასებისას.კახიანის
შეფასებით, აღნიშნული
ფაქტი აფიქრებინებს, რომ ეს
მხოლოდ ამ მოქმედებისთვის
სიმძაფრის შესამატებლად
გაკეთდა.„მხოლოდ ამისთვის
გაკეთდა, რომ მეტი
სალაპარაკო მისცემოდათ
შემდგომ აქ ოპოზიციურ
პოლიტიკურ ჯგუფებს და
ამაზე აეგოთ დღის წესრიგი.
მაგრამ ეს რეალურად რის
მომცემია საქართველოსა და
შეერთებული შტატების
ურთიერთობისთვის?
ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ჩვენ სხვა
წარმოდგენები გვაქვს
სტუმარ-მასპინძლობაზე და
ასეთი დამოკიდებულება ამ
ურთიერთობებში რაიმე
პოზიტივს ვერ შეიტანს.
პირიქით, უნდა შევეცადოთ,
რომ მდგომარეობა, რომელიც
დღეს არის, ჯერ დავუბრუნოთ
იმ კონდიციას, ცოტა ხნის
წინ გვქონდა და კიდევ უფრო
მეტად განვავითაროთ ეს
სტრატეგიული
ურთიერთობა.ამიტომ ვერ
ვიტყვი, რომ ჯერ მოწვევით
და შემდეგ გაუქმებით
მოწვეული პირის
რამენაირად დაკნინება
შეიძლება. პირიქით, ეს უფრო
აზიანებს იმ მხარეს,
რომელიც ასეთ მოქმედებებს
ახორციელებს, ამ
შემთხვევაში შეერთებულ
შტატებს, აზიანებს მის
იმიჯს ქართული
საზოგადოების თვალში
იმიტომ, რომ ყველაზე
მტკივნეული რამ, რასაც
ქართული საზოგადოება
ვერასდროს შეეგუება, ეს
არის უსამართლო
დამოკიდებულება
ქვეყანასთან მიმართებაში.
საქართველო რაოდენ
ერთგული პარტნიორია
შეერთებული შტატების,
წლების განმავლობაში
მეგობრული ურთიერთობებით,
რომელიც გვქონდა „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში, ეს დავამტკიცეთ.
მშვენივრად იციან
შეერთებულ შტატებში, თუ
რამდენად ერთგული და სანდო
პარტნიორია საქართველო.
ამიტომ ასეთი მოქმედებები,
რა თქმა უნდა, ჩვენს
სტრატეგიულ ურთიერთობებს
ვერაფერს შემატებს და
მიუღებელია ყველაფერი ეს”,
- განაცხადა გიორგი
კახიანმა.იგი ასევე
გამოეხმაურა ერთ-ერთი
მედიასაშუალებით
გავრცელებულ ინფორმაციას,
რომ თითქოს, მომხდარის
შემდეგ აშშ-ში საქართველოს
ელჩმა გადადგომის
გადაწყვეტილება
მიიღო.„შემდეგ ამ
მოქმედებას მოაბეს რა - რომ
თითქოს, ელჩთან არის
დაპირისპირება, ელჩის
გადადგომა მოჰყვება ამას
და ასე შემდეგ. ისევ და ისევ
მოგონილი სცენარია. ცოტა
ხნის ამბობდნენ, თითქოს,
საქართველოს შეერთებული
შტატებიდან ელჩის
გამოწვევა უნდა. მანამდე
კიდევ ინფორმაცია
გაავრცელეს, თითქოს,
ვიზალიბერალიზაცია
ჩერდება და ასე შემდეგ.
ოპოზიციური პოლიტიკური
ჯგუფები და მათი
მედიასაშუალებები უკვე იმ
დონეზე არიან მისულები, რომ
იგონებენ კიდეც რაღაც
გარკვეულ ისტორიებს,
თვითონვე ავითარებენ
შემდგომ ამ ისტორიებს და
თვითონვე აკეთებენ
დასკვნებს. დროთა
განმავლობაში მჟღავნდება,
რომ ყველაფერი ეს არის
ტყუილი. ამ დონეზე არიან
დასული და ესეც ერთ-ერთი
შემდგენელია -
სინამდვილეში არც ელჩის
გამოწვევა იგეგმება და
ბატონი ზალკალიანიც
ჩვეულებრივად აგრძელებს
თავის საქმიანობას.ასე რომ,
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ
წარმოაჩენს ჩვენი
ოპოზიციის უმძიმეს
მდგომარეობას, მათ სახეს
საზოგადოების წინაშე და
საზოგადოება რა თქმა უნდა,
ყველაფერს ამას
ადეკვატურად აფასებს", -
განაცხადა გიორგი
კახიანმა.