საქართველოში 3 031 საარჩევნო
უბანი მოემსახურება
ამომრჩევლებს. აქედან 2 263
უბანი ტექნოლოგიური
საშუალებებით იქნება
აღჭურვილი, - განაცხადა
„ქრონიკასთან“ საუბრისას
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის (ცესკო)
თავმჯდომარემ, გიორგი
კალანდარიშვილმა.მისივე
თქმით, დარჩენილ 768
საარჩევნო უბანზე
არჩევნები კვლავ
ტრადიციული წესით
ჩატარდება.„აღსანიშნავია
ის, რომ ასეთ შემთხვევაში
მთელი რიგი მოდერნიზების
ელემენტებია
გამოყენებული.პროცესი
დღეს იმდენად გამჭვირვალე
და საჯაროა, რომ
ფაქტობრივად, რაიმე სივრცე,
მანიპულაცია
განხორციელდეს,
თეორიულადაც აღარ
არსებობს, თუ არ ჩავთვლით
იმ შეთქმულების თეორიებს,
თუ არ ჩავთვლით მითებს თუ
ბრალდებებს, რომელიც ჩვენ
ყოველდღიურად
გვესმის.სისტემა
შექმნილია და ეფუძნება
ქაღალდის კვალს, რაც
ნიშნავს იმას, რომ ყველა
მოქმედება, ყველა ნაბიჯი
არის გადამოწმებადი,
აუდიტირებადი,
შემოწმებადი და ეს თავის
მხრივ უზრუნველყოფს
საჯაროობის მაღალი
მაჩვენებლის არსებობას.
რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,
რომ ინტერნეტის
კომპონენტს არ ექნება
ადგილი და მოწყვლადობა
კიბერსაფრთხეებთან, გარე
ჩარევებთან და
ინფორმაციით
მანიპულირებასთან
დაკავშირებით ამ
თვალსაზრისითაც ეს
პროცესი დაცული
არის.ამასთანავე უნდა
აღინიშნოს, რომ კომისიები
შედგება 17 წევრისგან,
საიდანაც 8 არაპარტიულია,
ხოლო 9 - პარტიული. ამ
კონფიგურაციის ფარგლებში
ერთი მმართველ პარტიას
წარმოადგენს, ხოლო
დანარჩენი სხვა პოლიტიკურ
პარტიებს. ე.წ. ოპოზიციურ
მხარეს. შესაბამისად,
მაღალი პოლიტიკური
წარმომადგენლობაა და
პროცესი ინკლუზიურია“, -
დასძინა კალანდარიშვილმა.