გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას

Primetime.ge 2 საათი წინ 5
გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ უწყება არჩევნებისთვის მზად არის. გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რომ ცესკომ საარჩევნო პროცესისთვის მზადებას ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. მისი თქმით, ახალი მოდერნიზებული სისტემა რვაჯერ შემოწმდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის კი საინფორმაციო კამპანიები განხორციელდა.„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას. იმ ძალისხმევის შედეგად, რომელიც ინსტიტუციამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩადო, ჩვენ შეგვიძლია სრული მზაობა გამოვთქვათ და დავადასტუროთ არჩევნების მაღალ პროფესიულ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ეს არჩევნები გარკვეული სიახლეებით არის გამორჩეული.„შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რომლის თანახმადაც, ნაცვლად შერეულისა და ნაცვლად მაჟორიტარებისა და პარტიების არჩევისა, ამომრჩეველი აირჩევს მხოლოდ მისთვის სასურველ პოლიტიკურ გაერთიანებას. ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობა გახლავთ 18. ყველა ვადა იმისთვის, რომ პარტიამ გაიუქმოს რეგისტრაცია, ამოწურულია“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია