გიორგი ზერეკიძის დედა: ქვეყანაა გადასარჩენი „ნაცმოძრაობის“, ნაცხროვისგან - უნდა გაიწმინდოს. სიკვდილს არ აქვს ხანდაზმულობა. აუცილებლად დაისჯებიან! მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას

Primetime.ge 2 საათი წინ 2
გიორგი ზერეკიძის დედა: ქვეყანაა გადასარჩენი „ნაცმოძრაობის“, ნაცხროვისგან - უნდა გაიწმინდოს. სიკვდილს არ აქვს ხანდაზმულობა. აუცილებლად დაისჯებიან! მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას
2006 წლიდან ჩვენს ოჯახში საშინელი ტრაგედია განხორციელდა. ეს მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია არ არის, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. 14 წლის ბავშვის წინააღმდეგ მთელი სისტემა იყო ჩაბმული. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის ახირება - კი, მიშა სააკაშვილის ახირება იყო, მაგრამ მიშა სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი დაუპირისპირდა ჩვენს ოჯახს, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ იტალიიდან ჩართვისას გიორგი ზერეკიძის დედამ, ლიკა ზერეკიძემ.მან თავისი ოჯახის მიერ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გადატანილზე დეტალურად ისაუბრა.„იცით, ქვეყანაა გადასარჩენი! ქვეყანაა გადასარჩენი „ნაცმოძრაობისგან“. ნაცხროვისგან უნდა გაიწმინდოს. სიკვდილს არ აქვს ხანდაზმულობა. აუცილებლად დაისჯებიან! მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ცოცხალი ვარ. მე ყოველთვის, ყველგან წავალ, თუნდაც იტალიაში და ვანახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს! ძალიან ძნელი გასახსენებელია ჩემთვის ემოციურად“, - განაცხადა გიორგი ზერეკიძის დედამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია