ჩვენ, კლასიკური გაგებით,
ოპოზიცია არ გვყავს, ეს
არის მავნებელთა ჯგუფი და
გაერთიანება, რომელიც
საქართველოს წინააღმდეგ
არის შეკრული, - განაცხადა
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გიორგი
ვოლსკიმ„მათი ამოცანაა,
ხალხი გააბრაზონ, იქნებ
როგორმე დაპირისპირების
ის ხარისხი შექმნან, რაც
ვითარებას სისხლის
ღვრამდე მიიყვანს. ეს
ერთ-ერთი მეთოდია იმ
მრავალი მოღალატეობრივი
ნაბიჯებიდან, რასაც
მუდმივად და ინტენსიურად
იყენებენ ქვეყნის
წინააღმდეგ“, - აღნიშნა
გიორგი ვოლსკიმ.ოთხმა
ოპოზიციურმა პარტიამ -
„ნაციონალურმა
მოძრაობამ“, „ახალმა“,
„ლელომ“ და „გახარია -
საქართველოსთვის“,
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრებს
მიმართეს წერილით,
რომლითაც საქართველოსთან
ყველა დონეზე
ურთიერთობების შეჩერება
და ახლად არჩეული
პარლამენტის
არალეგიტიმურად
გამოცხადება მოითხოვეს.