ფორმულა შერიგებისა
ურთიერთმიტევების გარეშე
არ არსებობს, - განაცხადა
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა გიორგი
ვოლსკიმ, „დღის
ქრონიკასთან“ აფხაზეთის
დაცემის დღესთან
დაკავშირებით
საუბრისას.მისი თქმით,
სამშვიდობო პოლიტიკა არის
ერთადერთი გზა და მას
ალტერნატივა არ აქვს.„ჩვენ
ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ რთული
პერიოდი გამოვიარეთ.
ამდენი წელი გავიდა ზოგმა
ახალგაზრდამ გადმოცემითაც
არ იცის თუ რა დიდი შრომა
იყო იმაში ჩადებული, რომ
მსოფლიო პოზიცია აი ამ
საკითხების მიმართ
ჩამოყალიბებულიყო ზუსტად
იმ ფორმულირებებით,
რომელიც დღესაც არის
გამოყენებული. რა
საკვირველია, უკრაინაში
რუსეთის შეჭრამ ბევრი რამ
შეცვალა.ფორმულა
შერიგებისა ურთიერთ
მიტევების გარეშე არ
არსებობს. მითუმეტეს ასეთი
გამოცდილებაც გვაქვს.
ასეთი გამოცდილება
გვქონდა, საერთაშორისო
დახმარებით ძალიან ბევრი
რამე გავაკეთეთ. აფხაზებიც
იყვნენ ჩამოსულები,
ცხინვალის რეგიონიდანაც
და ძალიან ინტენსიურად
მიმდინარეობდა სამშვიდობო
პროცესი, სწორედ მაგ
პრინციპიდან გამომდინარე.
ძალიან ძნელი იქნება ახლა
უკან დაბრუნება იგივე
კალაპოტში მაგრამ ეს
შესაძლებელია თუ კი
რეალურად უყურებ იმ
პრობლემას რაც მსოფლიოს და
საქართველოს ახასიათებს“, -
განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.