ეს არის უსამართლო
საქართველოს მიმართ და
ჩვენ იმედი გვაქვს, ეს არ
მოხდება და უახლოეს
პერიოდში მოხდება ამ
პოლიტიკის ძირეული შეცვლა,
- განაცხადა საქართველოს
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა გიორგი
ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის სპიკერის
მოადგილის ვედანტ პატელის
განცხადების
შეფასებისას.„მსოფლიოში
მიდის გარდატეხის პროცესი.
თუკი ახალი ადმინისტრაცია
მოახერხებს და ამ
ვითარებას სწრაფად
დაალაგებს, ეს შვება იქნება
განსაკუთრებით პატარა
ქვეყნებისთვის. გარკვეულ
პოლიტიკურ ძალებს, მათ
შორის ევროპაშიც, აწყობთ,
ხელისუფლებაში იყვნენ
ადამიანები, ვინც
ყველაფერზე წამსვლელები
არიან. განცხადება, რომელიც
ჩვენ მოვისმინეთ, არის
უსამართლო საქართველოს
მიმართ და ჩვენ იმედი
გვაქვს, რომ ეს არ მოხდება
და უახლოეს პერიოდში
მოხდება ამ პოლიტიკის
ძირეული შეცვლა არა მარტო
რეგიონში, არამედ მთელ
მსოფლიოში და ეს არის
კაცობრიობის გადარჩენის
გზა”, - განაცხადა გიორგი
ვოლსკიმ.შეერთებული
შტატები დამატებითი
ზომების, მათ შორის
სანქციების მომზადების
შესახებ აცხადებს.