პოლიტიკური შეფასება უნდა
მიეცეს იმას რასაც
სჩადიოდნენ, ხალხმა უნდა
გაიგოს, ვინც არ იცის,
რამდენი სისხლია დაღვრილი,
- განაცხადა პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გიორგი ვოლსკიმ. მან
საგამოძიებო კომისიის
შექმნის მნიშვნელობაზე
ისაუბრა.„როდესაც წინა
რეჟიმის ხელმძღვანელი
თანამდებობის პირები
კონკრეტული
დანაშაულებისთვის
დაისაჯნენ,
დარწმუნებულები ვიყავით,
რომს საზოგადოება ამ
წნეხისგან
გათავისუფლდებოდა. ისინი
დღესაც ცდილობენ ქვეყანა
შეიყვანონ ისეთ სტადიაში,
როდესაც ნგრევას არ ექნება
უკუქცევის პერსპექტივა“, -
აღნიშნა
ვოლსკიმ.საქართველოს
პარლამენტში საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში
შეიქმნება 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია.