დაძაბულობის
შენარჩუნებას, როდესაც
აქციები მიმდინარეობს,
ძალიან უწყობს ხელს იმ
პირთა გამოჩენა, რომლებიც
შენიღბულები არიან და
რომლებიც შეიძლება
ძალადობენ კიდევაც იგივე
აქციის მონაწილეებზე, -
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გიორგი
ვოლსკიმ. ამით ის
გამოეხმაურა პრემიერის
ინიციატივას, რომელიც
შეკრება-მანიფესტაციებზე
ნიღბების ტარების
აკრძალვას
ითვალისწინებს.„ეს
პროცესი რომ არ
განვითარდეს, ე.წ.
ტიტუშკებზე საუბრის
საფუძველი რომ არ იყოს,
რასაკვირველია ეს კანონი
არის [საჭირო]“, - განაცხადა
ვოლსკიმ.მიმდინარე
კვირაში პარლამენტი
განიხილავს პიროტექნიკის
შემოტანა-რეალიზაციას და
შეკრება-მანიფესტაციებზე
ნიღბების ტარების
რეგულაციების საკითხს.