საქართველოს პარლამენტის
პირველი ვიცე-სპიკერი
გიორგი ვოლსკი
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნებში
მონაწილეობის თემაზე
ოპოზიციაში არსებულ
განხეთქილებას
გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს,
რომ შესაძლოა, ოპოზიციაში
კამათი იყოს, მაგრამ მათი
მთავარი ამოცანა ქვეყნის
დაზიანებაა.„ყველა
ცდილობს, მოაწონოს თავი
დამფინანსებელს - მათ, ვინც
არა მარტო აფინანსებს,
არამედ რევოლუციურ
გეგმებსაც უწერს და შემდეგ
ამაზე პასუხს სთხოვს. ყველა
ცდილობს, თავი წარმოაჩინოს,
როგორც უფრო ხისტი, უფრო
მეტი დამანგრეველი ძალის
მქონე. ასე რომ, კამათი
არსებობს, რასაკვირველია,
მაგრამ მათი მთავარი
ამოცანა არის ქვეყნის
დაზიანება, ეჯიბრებიან
ერთმანეთს, ვის უფრო მეტი
რესურსი გააჩნია
ამისათვის. ზოგნი ფიქრობენ,
რომ ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის
მიღება უფრო მეტი ზიანის
მომტანი იქნება
ქვეყნისთვის, ვინაიდან
პოლიტიკურ პროცესში
იქნებიან ჩართულნი. ზოგი
ფიქრობს, რომ გამიჯნულები
და ქუჩაში გამოსულები უფრო
მეტი ზიანის მომტანები
იქნებიან. შეჯიბრება
მიმდინარეობს იმაზე, ვის
მეტი დესტაბილიზაციის
რესურსი გააჩნია“, -
განაცხადა გიორგი
ვოლსკიმ.რადიკალურ
ოპოზიციაში ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნებში
მონაწილეობის საკითხზე
განხეთქილებაა. არსებული
ინფორმაციით ერთმანეთს
ნიკა გვარამია და ნიკა
მელიაც დაუპირისპირდნენ.
მელია უთანხმოებასთან
დაკავშირებით დასმულ
შეკითხვას თავს არიდებს,
თუმცა ადასტურებს, რომ ის
და გვარამია დიდი ხანია
პარტიულ საქმიანობას
სხვადასხვა ოფისიდან
ეწევიან.