არჩევნებს არაფერი
ემუქრება, ელექტრონული
არჩევნებია,
დამკვირვებლებიც არ
გვაკლია, თუნდაც შიდა
დამკვირვებლები,
ჟურნალისტები, ექსპერტები,
- განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი
საქართველოს შესახებ
ეუთო/ოდირის განცხადებას
გამოეხმაურა.„არცერთი
სახელმწიფო და მით უმეტეს
საქართველო არ დაუშვებს
იმას, რომ რაიმე მოხდეს
ისეთი, რომელიც კითხვებს
გამოიწვევს. კითხვები
გამოიწვია ეუთო/ოდირის
დასკვნამ. არა თუ კითხვები
გამოიწვია, ასეთი
გააფთრებული შეტევა
პრაქტიკაში არ არსებობდა
არასდროს ევროპულ
სივრცეში. შეუტიეს იმიტომ
რომ დადებითი დასკვნა
დაწერა“, - განაცხადა
ვოლსკიმ.ეუთო/ოდირი
საქართველოს შესახებ
განცხადებას ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ
საქართველოს ხელისუფლება
არ აპირებს ოფისის
მოწვევას ადგილობრივი
არჩევნების
დასაკვირვებლად, ეს კი
წარმოადგენს გამონაკლისს
საქართველოს ბოლო ოცი წლის
განმავლობაში არსებული
პრაქტიკისგან.