გიორგი ვოლსკი: არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია

Primetime.ge 2 კვირის წინ 35
გიორგი ვოლსკი: არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს, ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.მისი თქმით, კომპრომისი, რასაკვირველია ყოველთვის უნდა გამოიძებნოს, როდესაც ასეთი სახის დაპირისპირებაა, მაგრამ ადამიანები, ამ შემთხვევაში, სულ მცირე ორ ჯგუფად იყოფიან.„ერთნი, რომელიც არანაირ კომპრომისზე წამომსვლელები არ არიან გარდა იმისა, რომ თქვან - აი, რიგგარეშე არჩევნები უნდა შედგეს, ჩვენ უნდა წავიდეთ, მოვიყვანოთ საერთაშორისო საარჩევნო კომისია, ყველა სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და რასაკვირველია, ის აგრესია უნდა განხორციელდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ჩაფიქრებულია და აგერ, გარკვეულ გამოვლინებებს ამისას ვხედავთ და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები, რათა ხაზარაძე ან გვარამია, ან ელისაშვილი და სხვები მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ რაღაც სპექტაკლი გაითამაშონ. ეს არის მათი გეგმა. ვისაც ასეთი გეგმა არ აქვს, რასაკვირველია, იმასთან ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგება, მით უმეტეს, რომ შენ ზურგს უკან არის საქართველოს მილიონ 200 ათასამდე მოქალაქე, რომელსაც სურს გადარჩეს იმ გლობალურ დაპირისპირებაში, რაზედაც პირველი შეკითხვისას გიპასუხეთ.აქედან გამომდინარე, არა მგონია ვერ ვხედავდეთ რა ხდება. ეს გარკვეული ჯგუფია. დატრენინგებული ხალხია, რომელიც ამ იდეის გამტარებლად არის წარმოდგენილი, მაგრამ არის კიდევ, დატრენინგებული შეიძლება იყოს, მაგრამ გულწრფელად სჯეროდეს, წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს, ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდეს. გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია