ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა
საგანგებოდ
მნიშვნელოვანია იმ
თემებზე სასაუბროდ,
რომლებიც დღეს არა მარტო
საქართველოს, არამედ
რეგიონს და მსოფლიოს
აწუხებს, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა
გიორგი ვოლსკიმ
საქართველოში ევროპის
საბჭოს გენერალური
მდივნის ვიზიტის
შეფასებისას.„საერთაშორისო
პოლიტიკა არ
ითვალისწინებს მუდმივ
დაძაბულობას და
დაპირისპირებას მით
უმეტეს მაშინ, როდესაც
გაქვს არგუმენტები, რომ არც
არჩევნები გაყალბებულა და
არც საგარეო კურსი იცვლება.
არის გარკვეული პირობები,
რომლებსაც საქართველო არ
დათმობს იმ ინტერესებიდან
გამომდინარე, რაც მის ხალხს
გააჩნია მიუხედავად იმისა,
ვის მისცეს არჩევნებზე ხმა.
თუკი ჩვენ ავყვებით
კონკრეტულ პოლიტიკურ
კონიუნქტურას, ამ
შემთხვევაში შეუქცევადი
პროცესი გახდება
საქართველოში
დესტაბილიზაციის და
ნგრევის. ამ დონის სტუმრის
ჩამოსვლა საგანგებოდ
მნიშვნელოვანია იმ
თემებზე სასაუბროდ,
რომლებიც დღეს არა მარტო
საქართველოს, არამედ
რეგიონს და მსოფლიოს
აწუხებს”. - განაცხადა
გიორგი ვოლსკიმ.ევროპის
საბჭოს გენერალური
მდივანი საქართველოში
ვიზიტით იმყოფება.