გიორგი გვარაკიძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე: პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და კანონთან შესაბამისობაში იღებს გადაწყვეტილებას

Primetime.ge 8 საათი წინ 5
გიორგი გვარაკიძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე: პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და კანონთან შესაბამისობაში იღებს გადაწყვეტილებას
პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს იღებს კანონთან შესაბამისობაში, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების კომენტირებისას.„ამ ადამიანებმა დემონსტრაციულად თქვეს უარი კანონის შესრულებაზე, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია მიუხედავად მისი პოლიტიკური ან სხვა სახის შეხედულებისა. ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, შესაბამისად, იქნება სისხლის სამართლის დევნის ობიექტი.რაც შეეხება საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში იმყოფებიან - მოგეხსენებათ, სასჯელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს“, -აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.გიორგი ვაშაძე დააკავეს. სასამართლომ მას შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს ორი წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
სრულად წაიკითხეთ სტატია