გიორგი გახარიას ხალხის
თვალწინ აქვს პასუხები
გასაცემი. თუ არ მოვა, ეს
იქნება, კითხვებზე
პასუხებისთვის თავის
არიდება, – ამის შესახებ
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
პარლამენტში შექმნილი
დროებითი საგამოძიებო
კომისიის ერთ-ერთმა წევრმა,
თენგიზ შარმანაშვილმა
განაცხადა.შარმანაშვილის
თქმით, კომისიას გიორგი
გახარიას მიმართ
რამდენიმე მიმართულებით
აქვს კითხვები.„საუბარი
იქნებოდა მისი შინაგან
საქმეთა მინისტრობის
პერიოდზე. კონკრეტულ
კითხვებს არ ვიტყვი, კარგი
იქნება, ეს კითხვები
საჯაროდ, პირდაპირ ეთერში
დაისვას, მაგრამ ფაქტია,
გიორგი გახარია თავს
არიდებს ყველა მოსალოდნელ
კითხვას. ბრიფინგის
გამართვა ურჩევნია, სადაც
თავის ინტერპრეტაციებს
წარმოადგენს და არავინ
შეეკამათება. მისთვის ეს
უფრო კომფორტულია.
გახარიას ხალხის თვალწინ
აქვს პასუხები გასაცემი. თუ
არ მოვა, ეს იქნება
კითხვებზე პასუხებისთვის
თავის არიდება“, –
განაცხადა თენგიზ
შარმანაშვილმა.გიორგი
გახარია პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე 10
აპრილს დაიბარეს. გიორგი
გახარია კომისიის
სხდომაზე 20 ივნისის
საქმეზეა დაბარებული.