გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს: ჩაამთავრე ეს დღეები მშვიდობიანად და წადი სახლში, იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო, შეხვედრები კიდევ შენს ამფსონებთან გამართე "ნაცმოძიდან"

Primetime.ge 11 საათი წინ 4
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილს: ჩაამთავრე ეს დღეები მშვიდობიანად და წადი სახლში, იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო, შეხვედრები კიდევ შენს ამფსონებთან გამართე "ნაცმოძიდან"
გიორგი გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც მან "ქართული ოცნების" მიერ "ტოტალურად რუსულ რეჟიმზე გადაყვანაზე" ისაუბრა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრის მზაობა გამოთქვა.გამსახურდიას განცხადებით, რუსულ რეჟიმზე გადასვლაზე საუბრობს ადამიანი, რომლისთვისაც დიპლომატიაში მეტრი არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. რაც შეეხება ულტიმატუმის ტონით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნას, გამსახურდია ზურაბიშვილს ურჩევს, შეხვედრები "ნაცმოძრაობიდან" მის ამფსონებთან გამართოს."რუსულ რეჟიმზეო, იძახის ქალი, რომლის განცხადებული მეტრი დიპლომატიაში არის ლავროვი. მეორე კიდევ, მზად ვარ შევხვდეო, თან ულტიმატუმნარევი ტონით. ჩაამთავრე რა ეს დღეები მშვიდობიანად და წადი ქალო სახლში.იქნებ რაიმე დოზით სახე შეინარჩუნო. შეხვედრები კიდევ შენ ამფსონებთან გამართე ნაცმოძიდან." - წერს გამსახურდია X-ზე.        
სრულად წაიკითხეთ სტატია