გიორგი გამსახურდია
პარტია „დროას“
წარმომადგენლის მარიკა
მიქიაშვილის შესახებ
პლატფორმა X-ზე პოსტს
აქვეყნებს და მიქიაშვილის
ძველს სტატუსებს ურთავს,
სადაც ის დონალდ ტრამპზე და
ილონ მასკზე უარყოფითად
წერს.როგორც გამსახურდია
აღნიშნავს, ტრამპის და მისი
პატრიოტული გუნდის მოძულე
მიქიაშვილი ახლა
პრო-ამერიკელად
გვევლინება და ავიწყდება,
რომ ყველაფერს ინახავს
არქივი. მისივე თქმით, აზრი
არ აქვს მარიკა
მიქიაშვილის ახლანდელ
უსუსურ აქტივობას, რადგან
ზუსტად ამერიკის მთავრობა
დაასრულებს
ოპოზიციას.„ვინმე
ნაც-აქტივისტკა,
მიქიაშვილი ტრამპის და
მისი პატრიოტული გუნდის
მოძულე ეხლა
პრო-ამერიკელად
გვევლინება. ამ უსახურ და
უმგვანო არსებას, ასევე მის
თანამოაზრეებს ავიწყდებათ
რომ ყველაფერს ინახავს
არქივი. აზრი არ აქვს მის
ეხლანდელ უსუსურ
აქტივობას. ზუსტად
ამერიკის მთავრობა
დაასრულებს ამათ!“ - წერს
გიორგი გამსახურდია.