თანაინვესტირების ფონდის
ყოფილი ხელმძღვანელი
გიორგი ბაჩიაშვილი არ
უარყოფს, რომ აქციების დროს
დაზარალებულების
დასახმარებლად შექმნილ
ფონდებს
აფინანსებს.ბაჩიაშვილი
ამტკიცებს, რომ უშუალოდ
აქციების დაფინანსებაში
ჩართული არ არის."საჯაროდ
არ განვაცხადებ რომელ
ფონდებს ვაფინანსებ.
გარწმუნებთ, რომ ეს არის
მხოლოდ და მხოლოდ ის
ფონდები, რომლებიც
ეხმარებიან დაზარალებულ
ადამიანებს, იმ ადამიანებს,
რომლებიც გამოუშვეს
სამსახურებიდან. აქციების
დაფინანსების მექანიზმი
არ არსებობს, მე არ ვიცი,
როგორ დავაფინანსო
აქციები, იქ არავის არც
ხელფასს უხდიან
მონაწილეობაში, რა
დაფინანსება უნდა აქციას?
პროტესტი ვისაც აქვს,
გამოდის", - ამბობს გიორგი
ბაჩიაშვილი.ბაჩიაშვილი
გამოეხმაურა ხალხის ძალის
ინფორმაციას, რომლის
თანახმადაც, სწორედ ის
დასახელდა თბილისში
მიმდინარე სaპროტესტო
აქციების ერთ-ერთ
დამფინანსებლად.