
“მეორე მსოფლიო ომის შესახებ უნდა გვახსოვდეს რამდენიმე ჭეშმარიტება:
ა) ის დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს და არა 1941 წლის 22 ივნისს.
ბ) საწყის ეტაპზე ჰიტლერი და სტალინი იყვნენ მოკავშირეები, მათ სწორედ ერთობლივად დაიწყეს მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის სექტემბერში პოლონეთის ოკუპაციით.
გ) ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე (23 აგვისტოს) ნაცისტურმა გერმანიამ და კომუნისტურმა საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რის საფუძველზეც წინასწარ გაინაწილეს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები. რომ არა სტალინის მიერ ჰიტლერისთვის ანთებული მწვანე შუქი, ყველაფერი სხვაგავარად იქნებოდა.
დ) 1939 წლის 22 სექტემბერს, ომის დაწყებისა და პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, მოკავშირე გერმანელებმა და საბჭოელებმა ქ. ბრესტში ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს.
ე) ეს ომი ქართველებისთვის ,,სამამულო,, არ ყოფილა. საბჭოთა კავშირი ჩვენი მამულს კი არა, იმპერიას წარმოადგენდა, რომელშიც ჩვენი მამულის – საქართველოსა და მისი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შედეგად აღმოვჩნდით (1921 წ. თებერვალ-მარტი). ორი ბოროტების – ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ დაწყებულ ომს და შემდგომ მათ დაპირისპირებას შეეწირა ათი ათასობით ქართველი.
P.S. ფოტოზე აღბეჭდილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების მომენტი. ასეთი ბედნიერი სტალინი არცერთ ფოტოზე არ გვხდება. აშკარად კმაყოფილი იყო ნაცისტებთან პარტნიორობით,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი გიორგი არქანია.