დღეს ჩვენ აღვნიშნავთ
საქართველოს პირველი
კონსტიტუციის მიღების
დღეს, მნიშვნელოვან თარიღს
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,
რომელმაც საფუძველი
ჩაუყარა საქართველოს,
როგორც დემოკრატიული და
სამართლებრივი
სახელმწიფოს
განვითარებას, – ამის
შესახებ საქაღთველოს
პრეზიდენტი მიხეილ
ყაველაშვილი სოციალურ
ქსელში წერს.როგორც
ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს
იყო ჩვენი სახელმწიფოს
დამფუძნებელი აქტი,
რომელმაც
დამოუკიდებლობისა და
სუვერენიტეტისთვის
ბრძოლის საფუძველი
შექმნა.„დღეს ჩვენ
აღვნიშნავთ საქართველოს
პირველი კონსტიტუციის
მიღების დღეს,
მნიშვნელოვან თარიღს
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,
რომელმაც საფუძველი
ჩაუყარა საქართველოს,
როგორც დემოკრატიული და
სამართლებრივი
სახელმწიფოს
განვითარებას.1921 წლის 21
თებერვალს საქართველოს
პირველმა რესპუბლიკამ
ქვეყნის კონსტიტუცია
მიიღო. ეს იყო ჩვენი
სახელმწიფოს დამფუძნებელი
აქტი, რომელმაც
დამოუკიდებლობისა და
სუვერენიტეტისთვის
ბრძოლის საფუძველი
შექმნა.გილოცავთ
საქართველოს პირველი
კონსტიტუციის დღეს!
ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას
მშვიდობას, ერთობას და
წინსვლას, – წერს
ყაველაშვილი.