დედაქალის მერი, კახა
კალაძე საზოგადოებას
დამოუკიდებლობის დღეს
ულოცავს. "გილოცავთ
საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს -
გამარჯვების,
თავისუფლების, ჩვენი
ეროვნული იდენტობის
ურყევობის სიმბოლოდ ქცეულ
26 მაისს!ეს დღე იმ ქართველი
გმირების მონაპოვარია,
რომელთაც ყველაზე
ძვირფასი, საკუთარი
სიცოცხლე შესწირეს
საქართველოს
დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლას; ასევე, ყველა იმ
პატრიოტი ადამიანის, ვინც
სამშობლოს ემსახურა
თავდაუზოგავი შრომით,
ცოდნით და
პროფესიონალიზმით.სწორედ
ასეთ პატრიოტებზე დგას
დღესაც ჩვენი ქვეყანა, რაც
გვაძლევს საფუძველს
ყველას გასაგონად ვთქვათ-
საქართველოს
დამოუკიდებლობა არასდროს
დაითმობა!!! გაუმარჯოს
თავისუფალ, დამოუკიდებელ
საქართველოს!გილოცავთ 26
მაისს! #ესდღეჩვენია"- წერს
კახი კალაძე.