საბურთალოს რაიონში
ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელება
აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ ეტაპზე, საგზაო
სამუშაოები მიმდინარეობს
დიდ დიღომში, III
მიკრორაიონში, N14 და N15
კორპუსების მიმდებარედ.
ასფალტის საფარი უკვე
დაიგო N1, N3, N5, N6, N15 და N17
კორპუსების
მიმდებარედ.ჯამში,
აღნიშნულ მისამართებზე
ინფრასტრუქტურული
სამუშაოები 8 000 კვ.მ
ფართობზე
განხორციელდა.საბურთალოს
რაიონის გამგებელი გიზო
ვასაძე მიმდინარე სამუშაო
პროცესს ადგილზე
გაეცნო.მოსახლეობასთან
საუბრისას, მან ხაზი გაუსვა
მსგავსი პროექტების
მნიშვნელობას და იმედი
გამოთქვა, რომ
მოწესრიგებული შიდა გზები
უფრო კომფორტულს გახდის
საცხოვრებელ
გარემოს.„ინფრასტრუქტურული
პროექტები საბურთალოს
გამგეობისთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტია. საგზაო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება არა მხოლოდ
გადაადგილებას ხდის უფრო
კომფორტულსა და უსაფრთხოს,
არამედ მთლიანად
საცხოვრებელ გარემოსაც
აუმჯობესებს. წლის
დასაწყისიდან დღემდე,
რაიონში უკვე მოწესრიგდა 47
869 კვ.მ ფართობის ტერიტორია,
რისთვის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 3 460 466 ლარი
დაიხარჯა“, - აღნიშნა გიზო
ვასაძემ მიმდინარე
პროექტის
დათვალიერებისას.ინფორმაციას
თბილისის მერია ავრცელებს.